LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ქოროღლიშვილი სიმღერის პრემიერით

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ნათია ქოროღლიშვილი ესტუმრა.


როგორ ხარ?

ძალიან კარგად. ცოტა ხანში კიდევ გესტუმრებით, უკვე დუეტით, მე და თამარ ალადაშვილი თამარის სიმღერით მოვალთ. ჩვენი დუეტი ემიგრანტებს ეძღვნებათ, გავაქტიურდი. უკვე ჩავწერე სოლო სიმღერაც, თუმცა ჯერ ვინახავ, რომ მსმენელს თავი არ მოვაბეზრო.


რამდენად ხშირად გაქვს კონცერტები?

ამ ეტაპზე საზღვარგარეთიდან არაფერი ჩანს, თუმცა საქართველოში არის ხოლმე კონცერტები. სიმღერა, რომელიც ახლა თქვენთან მოვიტანე, პირველად ყვარელში გამართულ კონცერტზე შევასრულე და მსმენელს ძალიან მოეწონა.


ოჯახი როგორ გყავს?

ჩემი შვილიც მღერის, სწავლობს ნიჭიერთა ათწლედში, მაგრამ რატომაღაც მომღერლობა არ სურს. თუმცა, ვფიქრობ, ჰობის დონეზე რატომაც არა. მეათე კლასი  დაასრულა. ლელუკა კარგად
სწავლობს და ეს ძალიან მეამაყება. მყავს 12 წლის ბიჭი, აკაკი, ის ფეხბურთელია და ძალიან ბედნიერი ვარ.


სატელევიზო პრემიერას თუ გეგმავ?

როგორც გავიგე, სატელევიზო სეზონი დასრულდა და გადაცემები უკვე ჩაწერილია. ვფიქრობ ვიდეორგოლის გადაღებასაც, ვნახოთ როგორ გამომივა და შესაძლოა ვიცეკვო კიდეც, ჩემმა ერთგულმა მსმენელებმა იციან, რომ მე წლების განმავლობაში ვცეკვავდი.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

”ტანგო” – ასე ჰქვია ამ სიმღერას. ბევრს არ აქვს ნამღერი ტანგო, არც ჩემს რეპერტუარში იყო და ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა. მგონია, რომ ჩემს ტემბრს ტანგო მოუხდა, თუმცა ეს მსმენელმა უნდა განსაჯოს. მუსიკა მანანა იმედაძეს ეკუთვნის, მან ეს სიმღერა მაჩუქა. ლექსის ავტორი ნანა ცინცაძეა. ჩაიწერა შამოსთან, ძალიან კმაყოფილი ვარ არანჟირებით.

ნათია ქოროღლიშვილი – ტანგო

AudioNATIA QOROGLISHVILI – TANGO

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

Audionatiaqorogla


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge