Psy-ს ცნობილი კლიპი „Gangnam Style“ ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე ყველაზე პოპულარული ვიდეო აღარ არის. მისი ადგილი უიზ ხალიფას ვიდეომ „See You Again“ დაიკავა, რომელიც ფილმ „ფორსაჟი 7“-ის საუნდტრეკს წარმოადგენს.
ამ მომენტისთვის Gangnam Style 2,894,530,757-მა ადამიანმა ნახა, See You Again კი 2,895,724,605-მა.
BBC-ის ცნობით, ყველაზე პოპულარული ვიდეოს ავტორებს შორის არიან ჯასტინ ბიბერი, მარკ რონსონი, ტეილორ სვიფტი, ენრიკე იგლესიასი და სხვები.
