LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელი ამერიკაში ცხოვრებაზე უარს ამბობს

ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს, ამჯერად ახალი გადაწყვეტილება გააჟღერა: ვარსკვლავი ამერიკაში ცხოვრებაზე უარს ამბობს.

მიუხედავად იმისა, რომ ლოს-ანჯელესში მას 7 მილიონად ღირებული ფეშენებელური ვილა აქვს და აშშ-ს ის საკუთარი კარიერის განვითარებისთვის აუცილებელ ადგილად მიიჩნევდა, მან გადაწყვიტა მშობლიურ ლონდონში დარჩეს.

მომღერლის თაყვანისმცემლების აზრით, ამ გადაწყვეტილების მიღებაში ადელს ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამარჯვებამაც უბიძგა.