LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-მა iPhone 8-ის შესახებ ინფორმაცია შემთხვევით გააჟღერა (ფოტო)

Apple-მა iPhone 8-ის შესახებ ინფორმაცია შემთხვევით „გააჟღერა“ – გამორიცხული არ არის, რომ ახალ მოწყობილობაში სახის ამომცნობი ინფრაწითელი სკანერი გაჩნდება და ის კარგად დამკვიდრებულ თითის ანაბეჭდის სკანერს ჩაანაცვლებს.

ამას გარდა, გაჩნდა iPhone-ის წინა ხედის სქემატური გამოსახულებაც, რომლზეც მინიმალური ჩარჩოს ნახვა არის შესაძლებელი. ასევე გაქრა Home-ის მექანიკური ღილაკი.

შეგახსენებთ, რომ iPhone 8-ის პრეზენტაციამ შესაძლოა გარკვეული ვადით კვლავ გადაიწიოს. მიზეზად დეტალებში არსებული პრობლემები სახელდება.