ჯიჯი ჰადიდი პრიალა ჟურნალების გარეკანებისა და ბილბორდების დაპყრობას განაგრძობს – 22 წლის მოდელი იტალიური ბრენდის, Missoni-ს ახალი, 2017/18 წლების შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სახე გახდა. მარკამ რამდენიმე კადრი გადაღებებიდან თავად გამოაქვეყნა.
მოგვიანებით, „ინსტაგრამზე“ ფოტოები თავად მოდელმაც გააზიარა და ბრენდის დამფუძნებელს, ანჟელა მისონის გადაღებებზე სწორედ მისი მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
