LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაკერებმა „სამეფო კარის თამაშების“ მეოთხე სერიის ფრაგმენტები ქსელში უკანონოდ გაავრცელეს

ჰაკერებმა HBO-ს არხი გატეხეს და სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მომდევნო, მეოთხე სერიის სპოილერი ქსელში გაავრცელეს. არხის ხელმძღვანელობამ უკვე დაადასტურა, რომ კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა.

„ამჟამად აქტიურად ვთანამშრომლობთ სამართალდამცავებთან. მასალის დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და სერიოზულად ვუფრთხილდებით ინფორმაციას, რომელიც გაგვაჩნია“, – განაცხადეს ტელეარხში.

აღსანიშნავია, რომ დამნაშავეებმა არამარტო „სამეფო კარის თამაშების“, არამედ სხვა პროექტების მონაცემებიც მოიპარეს. ჰაკერების მუქარით, უახლოეს მომავალში ისინი ამ ინფორმაციასაც გააჟღერებენ.