LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPod shuffle და nano ბაზარს ემშვიდობებიან

სმარტფონების პოპულარიზაციასთან ერთად, მოსახლეობა სულ უფრო იშვიათად იყენებს მუსიკალურ პლეერებს.

გასულ კვირას, კომპანია Apple ერთ დროს ორ ყველაზე პოპულარულ მოდელს – nano-სა და shuffle-ს გამოემშვიდობა. ორივე მათგანის წარმოება საბოლოოდ შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ iPod shuffle ოფიციალურად 2005 გამოვიდა. მას შემდეგ კომპანიამ პლეერის რამდენიმე თაობა გამოუშვა, უკანასკნელი 2010 წლით თარიღდება.

iPod nano-ს პრეზენტაციის თარიღად ასევე 2005 წელი ითვლება და სულ 7 თაობა შეიქმნა. უკანასკნელად iPod nano-ს დებიუტი 2012 წელს შედგა.

ამ ეტაპზე, Apple-ის ასორტიმენტში iPod touch-ის მეექვსე თაობა მოიპოვება, 32 და 128 გიგაბაიტაინი მეხსიერებით, რომელთა ფასიც  199 და 299 დოლარია, თუმცა უახლოეს მომავალში, ბაზრიდან ისიც გაქრება.