LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანი ვერსაჩეს ბოიფრენდმა „ამერიკული დანაშაულებების ისტორია“ გააკრიტიკა

სერიალ „ამერიკული დანაშაულებების ისტორიის“ გადაღებები, რომლის ახალი სეზონიც დიზაინერ ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას ეხება, აქტიურ ფაზაშია შესული.

ცნობილია, რომ დონატელას როლს ფილმში პენელოპე კრუსი ასრულებს, დიზიანერის ბოიფრენდი, ანტონიო დ’ამიკო კი მომღერალმა რიკი მარტინმა განასახიერა.

ლეგენდარული მოდელიორის ყოფილმა რჩეულმა, რომელთანაც მას რომანი 15 წლის განმავლობაში ჰქონდა, სერიალის სიუჟეტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რეალობასთან მას არაფერი აქვს საერთო. „ფოტო, სადაც რიკის მომაკვდავი ჯანი ხელში უკავია, სასაცილოა. მარტინი უფრო მარიამ ღვთისმშობელს მომაგონებს, რომელსაც ხელში პატარა იესო უჭირავს. შესაძლოა, ასეთია რეჟისორის ხედვა, მაგრამ ჩემზე ამ ყველაფერმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა“ – განაცხადა დ’ამიკომ.

კითხვაზე, როგორ გაიხსენებდა ის ვერსაჩეს გარდაცვალებას, ანტონიომ განაცხადა: „ტერასაზე ვიჯექი და ყავას ვსვამდი. ამ დროს გავიგე გასროლის ხმა. გავედი და დავინახე, ჯანი სისხლის გუბეში იწვა. იმ მომენტში სისხლი გამეყინა“.