LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეისი აფლეკი ცოლს ოფიციალურად დაშორდა

მიმდინარე „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიაზე მსახიობი კეისი აფლეკი, რომელმაც ფილმით „მანჩესტერი ზღვასთან“ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო აიღო, საყვარელ ქალთან, ფლორიანა ლიმასთან ერთად გამოცხადდა. თუმცა იმ მომენტისთვის ის სხვაზე იყო დაქორწინებული. მეტიც, აფლეკის ცოლი ამ დრომდე სამერ ფენიქსი იყო, რომელთანაც 10 წელი იცხოვრა და 2016 წლის მარტში დაშორდა, თუმცა ოფიციალურად დოკუმენტებს ხელი ამ დღეებში მოეწერა.

წყვილს ორი საერთო შვილი: 13 წლის ინდიანა და 9 წლის ატიკუსი ჰყავს. სამერი ცნობილი მსახიობის, ხოანიკ ფენიქსის დაა. კეისიმ და სამერმა ერთმანეთი 1995 წელს გაიცნეს, როდესაც ძმებ აფლეკებთან ერთად ხოაკინი ფილმზე „სიკვდილის მიზეზი“ მუშაობდა.