სტუდია Lionsgate-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯონ ფელტჰაიმერმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ”ბინდისა” და ”შიმშილის თამაშების” ახალი ნაწილების გადაღებას.
მისი თქმით, არსებობს კიდევ უამრავი ისტორია, რომელსაც სტუდია ახალ სიცოცხლეს შესძენს. საკმარისია მხოლოდ ნაწარმოების ავტორების მხრიდან შესაბამისი ნაწილების დასრულება.
შეგახსენებთ, რომ მთავარი როლი ”შიმშილის თამაშებში” ჯენიფერ ლოურენსმა შეასრულა, ხოლო ”ბინდში” რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი მონაწილეობენ.
