Linkin Park-ის ვოკალისტის, ჩესტერ ბენინგტონის ოჯახის წევრები გადაწყვეტენ, გავა თუ არა ეთერში ჯეიმს კორდენის შოუს Carpool Karaoke-ს ნაწილი, რომლის მიხედვითაც ავტომობილში მყოფი ცნობილი სტუმრები სხვადასხვა ჰიტებს ასრულებენ.
ინფორმაცია თავად კორდებნმა გაავრცელა. მისი თქმით, ბენინგტონის მეუღლისგან ელოდება გადაწყვეტილებას, გავა თუ არა ეთერში გადაცემა, რომელიც მუსიკოსის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაიწერა.
ტალიდა ბენინგტონმა მადლობა გადაუხადა ჯეიმს კორდენს იმისთვის, რომ ამ უკანასკნელნმა ოჯახის მდგომარეობა გაითვალისწინა და დეტალებზე წინასწარ შეუთანხმდა.

