
მარიამი ელოდება. ახლაც, მისი დაბადების დღისთვის გამოიყენა შვებულება და სიუპრიზად ჩამოვიდა შვილის გასახარებლად. ნინის „ძველ მეტეხში“ შევხვდით ფოტოების გადასაღებად და სასაუბროდ.
ნინი შერმადინი:
ძალიან უცებ მომიწია ჩამოსვლამ. მარიამოს დაბადების დღეზე სიურპიზი გავუკეთე სიუპრიზი, 9 წლის გახდა და მინდოდა ძალიან, გამეხარებინა. სულ 10 დღით მქონდა შვებულება სამსახურიდან. ფაქტობრივად, ვერავის და ვერაფრის ნახვა ვერ მოავსწარი. ძირითადი დრო ჩემს შვილს დავუთმე, რომ ცოტა ხანს მომესურვილებინა და მომეკლა ის გიჟური მონატრება, რაც სამწუხაროდ, თან ახლავს დედა-შვილის განშორებას. იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ჩემი შვილის მომავლისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რომ მას ყველაფერი ჰქონდეს, რაც მე მაკლდა და ჩემნაირი რთული გზა არ გაიაროს წარმატების მისაღწევად.
რამდენჯერ ახერხებ ჩამოსვლას საქართველოში?
წელიწადში ორჯერ მაინც, გააჩნია, რამდენ ხანს მაძლევენ ხოლმე შვებულებას სამსახურიდან. როგორც კი პატარა დროს გამოვნახავ, მაშინვე აქეთ მოვრბივარ. სულ მენატრება საქართველოში ყველა და სულ მინდა ჩემს სახლში ყოფნა. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ამერიკის ძალიან, რადგან მიმიღო და გულში ჩამიხუტა. საწუწუნო არაფერი მაქვს, მაგრამ როგორც ამერიკელები იტყოდნენ, „სახლი იქაა, სადაც შენი გულია“.
რას საქმიანობ? როგორ ახერხებ თავის გატანას უცხო ქვეყანაში?
ოთხი წელია, ნიუ იორკში ვცხოვრობ, ვმუშაობ ერთ-ერთ ბანკში და საკმაოდ წარმატებული კარიერა მაქვს საბანკო საქმეში (იღიმის). თურმე კარგად გამომდის.
გარდა ამისა, მყავს მოსწავლეები და უიკენდებზე ვმღერი სხვადასხვა კორპორატიულზე. ვწერ სიმღერებს და ველოდები მოუთმენლად ბროდვეის პროექტის დაწყებას, რაც ძალიან გაიეწელა, მაგრამ როგორც პროდიუსერები მეუბნებიან, ცოტაღა დარჩა.
რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ემიგრაციაში ყოფნა, მაგრამ კარგი ის აქვს, რომ შენს ქვეყანასა და ხალხს უფრო მეტად აფასებ და ხვდები, თუ როგორი ტკბილია შენი საკუთარი. ბევრი პლუსიც აქვს, უფრო მეტად დამოუკიდებელი გავხდი, შრომისუნარიანი, მარტოს მიწევს ყველა წინააღმდეგობასთან შეჭიდება, წარმატების მიღწევაც კიდევ უფრო ტკბილია, როცა იცი, რომ საკუთარი შრომითა და გამძლეობით მიაღწიე. ვრცლად
