
ვერიკო ტურაშვილი, დათუნა მგელაძე და კახა კუხიანიძე მცირე ხნის წინ ჩეხეთსა და ავსტრიას სტუმრობდნენ, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გამართეს. ღონისძიებებმა წარმატებით და ანშალგით ჩაიარა, ამიტომაც ჩეხეთში კიდევ ერთხელ დაიგეგმა მათი ერთობლივი კონცერტი.
ვერიკოს, კახასა და დათუნას ამჯერად ორი კონცერტისთვის ელოდებიან, ერთი კარლოვი ვარში 23 აგვისტოს გაიმართება, ხოლო მეორე – 25 აგვისტოს, პრაღაში.
ამ ბოლო დროს ქართველ შემსრულებლებს საკმაოდ ხშირად ეპატიჟებიან ქართველი ემიგრანტებისთვის სამღერლად და მუსიკოსებიც სიამოვნებით თანხმდებიან ამგვარ მიწვევებს.
