LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MTV VMA-ზე გამომსვლელთა ვინაობა ცნობილი გახდა

2017 წლის აგვისტოს ბოლოს MTV VMA 2017-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ ღონისძიების წამყვანი კეტი პერი იქნება. ამჯერად კი საღამოზე სხვა გამომსვლელების ვინაობაც გახდა ცნობილი და ესენი არან: მაილი საირუსი, ედ შირანი, ლორდი, შონ მენდესი, Fifth Harmony, The Weeknd, Thirty Seconds to Mars და ა.შ.

ცნობილია ისიც, რომ უახლოს მომავალში ორგანიზატორები კიდევ რამდენიმე სახელის დამატებას გეგმავენ. ცერემონია 27 აგვისტოს გაიმართება.