ცოტა ხნის წინ, ვუდი ალენმა თავის ახალ ფილმზე ”ჯადოსნური ბორბალი” მუშაობა დაასრულა და უკვე ახალი პროექტის გადაღებას შეუდგა. ჯერ-ჯერობით ახალ ნამუშევარზე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მასში მონაწილეობას 21 წლის ტიმოთი ჩალამეტი, 19 წლის ელ ფანინგი და 25 წლის სელენა გომესი მიიღებენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება.
რაც შეეხება ალენის ამ დროისთვის ბოლო ფილმს, ”ჯადოსნური ბორბალი” დიდ ეკრანებზე დეკემბერში გამოვა. მასში ჯასტინ ტიმბერლეიკი, კეიტ უინსდლეტი, ჯეიმს ბელუში და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ.
