ამერიკაში დათვმა ჯიპი გაიტაცა და შემდეგ ავარიაში მოხვედრაც შეძლო. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ კოლორადოს შტატში მოხდა. ქალაქ დურანგოში მცხოვრები ქალბატონი დილაადრიან უჩვეულო ხმაურმა გააღვიძა. ეზოში გამოსულმა კი აღმოაჩინა, რომ Subaru-ს მარკის ავტომობილი მის საფოსტო ყუთს დაჯახებოდა. თავიდან ამერიკელმა იფიქრა, რომ ყველაფერი ნასვამი მძღოლის ბრალი იყო, თუმცა მანქანასთან მიახლოებისას იქ მხოლოდ რუხი დათვი იპოვა. საჭესთან მჯდომი ცხოველი არანაკლებ გაოცებულად და შეშინებულად გამოიყურებოდა. ქალბატონმა მაშინვე დახმარება ითხოვა, თუმცა დათუნია სპეციალისტების მისვლამდე მიიმალა. მოპარული ავტომობილი კი გაოგნებული ქალბატონის ეზოში დატოვა.
