ჩინელმა ტურისტმა ერთ ჭიქა ვისკიში 10 ათასი ფრანკი გადაიხადა. შემთხვევა შვეიცარიაში, სან-მორიცის კანტონში მოხდა. საკურორტო ზონაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ბარში ვისკის 2500 სახეობა იყო წარმოდგენილი, რამაც ტურისტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მამაკაცი ყველაზე მეტად 1878 წელს ჩამოსხმულმა სასმელმა მოხიბლა, რადგან 200 მილიგრამი ვისკის ღირებულება 9 999 ფრანკი იყო. როგორც სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეს ფასი უფრო სიმბოლური იყო და საკოლექციო ბოთლის გახსნას ისინი არც კი გეგმავდნენ. თუმცა, ტურისტმა ვისკის დაგემოვნება გადაწყვიტა, რითაც გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა შეძლო.
