LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი ქარიშხალ „ჰარვის“ ეპიცენტრში ჩადის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, 29 აგვისტოს ტეხასის შტატში ჩასვლას გეგმავს, რომელიც რამდენიმე დღეა, სტიქიური უბედურების ზონადაა ქცეული. შტატში ქარიშხალი „ჰარვი“ ბობოქრობს.

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივნის, სარა სანდერსის, თქმით, დონალდ ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებულ საკითხებს კოორდინირებას გაუწევენ.

ტრამპმა „ტვიტერშიც“ დაწერა, რომ უახლოეს მომავალში ტეხასში ჩავიდოდა.

ქარიშხალი „ჰარვი“ შტატში 25 აგვისტოდან მძვინვარებს. დატბორილია მრავალი ქალაქი. სტიქიას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.