გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების განცხადებით, მოსკოვი ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს და ასევე, რუსული სპეცსამსახურების გერმანიაში აქტიურ მუშაობას აფიქსირებს.
ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, ჰანს-გეორგ მასენმა, განაცხადა.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რუსეთს შეუძლია დეზინფორმაციის კამპანიის დაწყება ბუნდესტაგში არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა.
მასენმა არ გამორიცხა, რომ ამგვარი მეთოდები შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს კრემლის ამჟამინდელ დღის წესრიგს.
„შესაძლოა, მოსკოვში არ იყვნენ დაინტერესებულნი გერმანიასთან ურთიერთობების გაუარესებაში“, – აღნიშნა მან.
გერმანიის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ ჰაკერული შეტევების შედეგად შესაძლოა, კონფიდენციალური ინფორმაციის დიდი მოცულობა იყოს მოპარული. ერთ-ერთი ასეთი შეტევა ბუნდესტაგის სერვერებზე 2015 წელს განხორციელდა.
