LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ყველა მედიასაშუალება გაიფიცა

საბერძნეთის პროფკავშირების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა მედიასაშუალებაში 24-საათიანი გაფიცვა მიმდინარეობს.

ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.

გაფიცულები დამატებითი სოციალური დაზღვევის სისტემის შენარჩუნებას და მედიასაშუალებების თანამშრომლების შრომითი და სოციალური უფლებების დარღვევის შეწყვეტას ითხოვენ.

დღეს დილის 6 საათიდან ხვალ დილის 6 საათამდე რადიოს და ტელევიზიით ახალი ამბების გამოშვება არ გავა, არ მუშაობს საინფორმაციო საიტებიც.

პროფკავშირების განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობასთან და დამსაქმებლებთან ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა იმ ფონდის გადარჩენა, რომლის საშუალებითაც ჟურნალისტები დამატებით პენსიებს, სამედიცინო მომსახურებას და საჭიროების შემთხვევაში, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.