„ერაყის ქურთისტანში ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა 93%-ზე მეტმა რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. ასეთი შედეგები ბიულეტენების 9%-ის დათვლის შემდეგ გამოქვეყნდა,“ – განუცხადეს „რია ნოვოსტის“ ქურთისტანის რეფერენდუმისა და არჩევნების უმაღლეს დამოუკიდებელ კომისიაში.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ხმა რეფერენდუმში მონაწილეთა 6,71%-მა მისცა.
ოფიციალური შედეგები ხუთშაბათს გამოცხადდება.
ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმში დაახლოებით 3,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქტივობამ კი 72,16% შეადგინა. სულ რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება 5,2 მილიონ ამომრჩეველს ჰქონდა.
