LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიჯის კუნძულებთან 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, ფიჯის კუნძულებთან, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ფიჯის კუნძულებისგან სამხრეთით, 98,1 კილომეტრის სიღრმეზე, მდებარეობდა.

მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრის შედეგების საფრთხეს „მწვანე დონე“ მიანიჭა, რაც მსხვერპლის და ეკონომიკური ზარალის დაბალ ალბათობას ნიშნავს.