LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯემალ სეფიაშვილის ახალი სიმღერის პრემიერა „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა

Ardaidardo.Ge

ჯემალ სეფიაშვილმა „არ დაიდარდოს“ ეთერში ახალი სიმღერა წარადგინა, რომელსაც „თეატრალურის კვარტეტი“ ასრულებს. თაკო მელიქიშვილთან ჩართვაში ცნობილმა კომპოზიტორმა ახალ კომპოზიციაზე ისაუბრა.

 

ჯემალ სეფიაშვილი:

ეს სულ ახალი სიმღერაა, გუშინწინ დავასრულეთ მისი ჩაწერა. მას აქვს ასეთი ისტორია, პაატა ნაცვლიშვილის პოემა „წერილი“ ორ ათეულ წელზე მეტია, პოპულარულია საქართველოში. ჩვენ გავაკეთეთ ამონარიდი ამ პოემიდან და დავწერე სიმღერა. ძალიან გამიხარდება, თუკი მსმენელს მოეწონება. არ მიყვარს, როცა ვიღაც თავის ნაშრომს აქებს და ადიდებს. მე გავაკეთე, რაც შევძელი, დანარჩენი უნდა თქვას მსმენელმა.

სიმღერა ჩაიწერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში, ხმის რეჟისორი გახლავთ ირაკლი ქაცარავა, არანჟირება ეკუთვნის გია მაჭარაშვილს. სიმღერის სახელწოდებაა „წერილი“.

 

შეგახსენებთ, რომ ჯემალ სეფიაშვილის ახალი სიმღერა „არ დაიდარდოს“ ექსკლუზივია და ამ რადიოს ეთერში იტრიალებს.

თეატრალურის კვარტეტი – წერილი

AudioTEATRALURIS KVARTETI

Ardaidardo.Ge