
17 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის სცენაზე, 82 წლის ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ახალი ნაწარმოების „დედა ენა“ მსოფლიო პრემიერა შედგა. როგორც მისი მუსიკა, თავად კომპოზიტორიც ამ დღეს განსაკუთრებულად სევდიანი გახლდათ, თუმცა სიხარულის დიდი მიზეზი ჰქონდა, მისი ნაწარმოები პირველად სრულდებოდა მისი საყვარელი რუსთაველის თეატრის სცენაზე…
საღამო გია ყანჩელისა და ლიზა ბაგრატიონის გამოსვლებით დაიწყო. მათ კომპანია „ბადაგონის“ მიერ დაწესებული, გია ყანჩელის სახელობის პრემია გადასცეს ბასისტ ლევან დეისაძეს და ქართულ სექსტეტს „Georgian Six“.
თავად კონცერტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი – პირველ ნაწილში შესანიშნავი მევიოლინეების, პაველ ვერნიკოვისა და სვეტლანა მაკაროვასა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის (დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი) შესრულებით, გია ყანჩელის ერთ-ერთი ნაწარმოების Ex Contratio მოვისმინეთ.
როგორც კომპოზიტორი აღნიშნავს: „ლათინურად Ex Contratio დაპირისპირებას ნიშნავს. უშედეგოდ ველოდებოდი განსხვავებული რელიგიების დაახლოებას. რაც უფრო მეტად იზრდებოდა ნაპრალი კონფესიებს შორის, მით უფრო მიჩნდებოდა სურვილი, დამეწერა ნაწარმოები, რომელშიც აღმოსავლური და ევროპული ტრადიციების თანაარსებობის შესაძლებლობას გადმოვცემდი. ვრცლად + ვიდეო
