
გადაცემას ”რადიო დუეტი” მომღერალი გიორგი დათიაშვილი ესტუმრა, გარდა იმისა, რომ პირდაპირ ეთერში ცოცხლად იმღერა, გადაცემაში ახალი საავტორო სიმღერის აუდიო ვერსიის პრემიერაც გაიმართა.
მოგვიყევი შენს თავს რა ხდება?
ბევრი კარგის და ბევრი ცუდის შემდეგ დავლაგდი და ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, ვწერ ახალ სიმღერებს, მიხარია რომ ისევ ისეთი შემართებით ვარ, როგორც პატარა გიორგი რომ ვიყავი, ისევ ისეთი ”რესტარტი” მივიღე, მიხარია, რომ ისეთი მუსიკოსები იღებენ ამ ყველაფერში მონაწილეობას ვინც მე ძალიან მიყვარს, არიან პროფესიონალები, ამ სიმღერებს ხასიათიც განხსვავებული ექნება და ბევრი ლამაზი ნამუშევარი ელის ჩემს მსმენელს წინ.
ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე -”ჩაო ჩაო სინიორიტა”…
ეს სიმღერა ახალი დაწერილი არ არის, ახლა განვაახლე, შევქმენი ძალიან მალე, გადავუგზავნე გიოს (მასტერი), მან მანქანაში სახლში მისვლამდე დაწერა ტექსტი და ასე მცირე დროში მემგონი ძალიან კარგი და ლამაზი სიმღერა გამოვიდა, ზაფხულის შემდგომი სიმღერაა, თითქოს სათაურით წაუესპანურებს, ”ჩაო, ჩაო სინიორინა” და ეძღვნება ყველა ქალბატონს, სიმღერა ჩაიწერა „ფორტუნა რექორდსში“, სუპერ ექსკლუზივი კი გეკუთვნის შენ და „არ დაიდარდოს“.
გაგვანდე სამომავლო გეგმები
სამომავლო გეგმებზე მომავალში ვისაუბრებ, მანამდე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „არ დაიდარდოს“, უსაყვარლეს პერსონალს. სულ ჩემს გვერდით ხართ და არასოდეს მიციებთ სიმღერას. მადლობა ყველას.
გიორგი დათიაშვილი – სინიორიტა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი დათიაშვილი – თბილისური ამქარი. Live
გიორგი დათიაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები





