
გადაცემას ”რადიო დუეტი” ჯგუფი ”ნიუტონი” ახალ მენეჯერ ტატასთან ერთად ესტუმრა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გადაცემაში ბენდის საავტორო ქართულენოვანი სიმღერის პრემიერა გაიმართა.
რახდება თქვენსკენ ახალი და საინტერესო?
ტატა: – სიახლეა ის, რომ ბენდს ყავს მენეჯერი და აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი სიახლეებიც იგეგმება. ვაპირებთ, რომ თავიდან ბოლომდე გადავერთოთ საკუთარ პროდუქტზე, რადგან ბენდს აქვს ამის პოტენციალი. ქავერების არსებობას არ გამოვრიცხავ ჩვენს რეპერტუარტში რადგან ბაზარზე ამის საჭიროება დგას. ორმაგი დატვირთვა გვაქვს, როგორც ქავერების კუთხით ასევე ჩვენი პროდუქტით შეგვიძლია პროგრამის გაკეთება. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი პროდუქტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხალხისთვის საყვარელი.
ახალ პროგრამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია?
ტატა: – კი, უკვე დაწყებულია, აბსოლუტურად საავტორო პროდუქტს ვქმნით, მუსიკა, ტექსტი ყველაფერი ჩვენია. ყველა საავტორო სიმღერა ქართულენოვანი იქნება, კონკრეტულ ჟანრს ვერ დავასახელებთ რადგან არის ელექტრო ფიუჟენი.
სატელევიზიო პრემიერებს კლიპების გადაღებას თუ გეგმავთ?
ტატა: – რათქმაუნდა ვგეგმავთ, ალბათ კლიპის გარეშე არაფერი არ გამოვა, მიუხედავად იმისა რომ სატელევიზიო რესურსი არ არსებობს სადაც ჩაეშვება და დატრიალდება კლიპი. უკვე არსებულ ორივე ახალ სიმღერაზე ვგეგმავთ ვიდეო რგოლის გადაღებას, ერთი ახალ წლამდე მოესწრება და მეორე შემდეგ.
სიმღერები სტუდია „უნივერსალში“ იწერება დავით უგრეხელიძესთან, ალბომი უნდა შედგეს 10 სიმღერისგან და ალბათ უკვე მალე დასრულდება მისი ჩაწერა.
გაქვთ თუ არა დაგეგმილი გასვლითი კონცერტები?
პარასკევი-შაბათი-კვირა თბილისურ კლუბებში ვუკრავთ, რაც შეეხება გასვლით კონცერტებს, შარშან ვიყავით გერმანიაში საავტორო პროგრამით. სამი ფესტივალიდან გვაქვს შემოთავაზება, ზაფხულში ლატვიაში ვგეგმავთ გამგზავრებას. დაინტერესება არის და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად გამოვა.
”ვირტუალი” სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, მოგვიყევით როგორი ისტორია აქვს ამ სიმღერას?
სიმღერას აქვს ძალიან დიდი ისტორია, ნაწვალები, დაიწერა 2002-2003 წლებში, არაერთხელ შეიცვალა, დაახლოებით ოთხჯერ გადაკეთდა და საბოლოოდ მივიღეთ უფრო მარტივი ვერსია, სულიერად და არა ინსტრუმენტალურად დატვირთული ნამუშევარი, ქართულენოვანი რაც მთავარია.
მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ.
Niutone – Virtual
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯგ. ნიუტონი. გადაცემა. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები






