LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კინოს ტრიუმფი „აზიურ ოსკარზე“

Ardaidardo.Ge
ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, სადაც ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 4 უმნიშვნელოვანესი ჯილდო მოიპოვეს. დაჯილდოვების ცერემონიისთვის ნომინანტები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შეირჩა. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, სულ გაცემული 15 პრიზიდან, საქართველოს 4 ჯილდო მიენიჭა.

 

 

ჟიურის გრანპრი ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს – ანა ურუშაძეს ხვდა წილად ფილმისთვის „საშიში დედა“. „საშიში დედა“ საქართველოს კანდიდატი ფილმია „ოსკარზე“, რომელსაც უკვე მიღებული აქვს „ოქროს ლეოპარდი“ ლოკარნოს კინოფესტივალზე და სარაევოს კინოფესტივალის მთავარი ჯილდო.

Ardaidardo.Ge

 

კიდევ ერთ ქართველ რეჟისორს – მარიამ ხაჭვანს კი ფილმისთვის „დედე“, იუნესკოს „კულტურული მრავალფეროვნების“ ჯილდო გადასცეს.

 

ფილმში „საშიში დედა“ შესრულებული მთავარი როლისთვის დაჯილდოვდა ნატა მურვანიძე, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი. ვრცლად + ვიდეო