LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიყვარს როდესაც სხვას ვუკითხავ ლექსს და ვხედავ ბედნიერს…

 

Ardaidardo.Ge

 

გადაცემას „რადიო დუეტი“ ბაჩო რამიშვილი ესტუმრა.

 

როგორ ხარ, რა არის შენთან ახალი?

 

ვმუშაობ ალბომზე, იქნება ჩემს ლექსებზე გაკეთებული სიმღერები. ამავდროულად ვთანამშრომლობ კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილთან და ვემზადებით მარტის გაცილებისთვის.

 

ლექსების წერას იწყებ დეკემბრიდან…

 

დიახ, უკვე მოდის ფრაზები.

 

რამდენი ლექსი გაქვს?

 

სამასამდე. ყველა მათგანი ძალიან მიყვარს, თუმცა სამასივეს კარგი მოგონება არ აქვს. ლექსი ადამიანის გამოძახილია, ზოგერ დეპრესიაში წერ, ან რთულ მდგომარეობას ლექსით იმარტივებ… არის პოზიტიური ლექსებიც. მიყვარს როდესაც სხვას ვუკითხავ ლექსს და ვხედავ ბედნიერს.

 

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

 

იანვარში ნიუ იორკში მივდივარ. დეტალებზე მოგვიანებით მოგახსენებთ. ასევე, მინდა რომ მარტის გაცილება გავაკეთო ყველაზე კარგი, რაც კი გამიკეთებია. მარტი შემიყვარდა ძალიან. მართალია მარტი არეული თვეა, მაგრამ მე საკმაოდ დალაგებულად მივყვები ხოლმე მარტში ყველაფერს და არეული ქალბატონები ჩემს საღამოზე მოდიან.

 

სიმღერას ჰქვია „მიყვარხარ“…

 

კომპოზიტორი არის სოფი რაფაელა, არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის. სოფი იდეალურად მოერგო იმ სტილს, რაზეც მე ვმუშაობ – ეს არის შანსონი. ლექსი რა თქმა უნდა ჩემია.

ბაჩო რამიშვილი – მიყვარხარ

AudioBACHO RAMISHVILI – MIYVARXAR


გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Bacho Ramishvili123

ბაჩო რამიშვილი – ცრემლი. პოეზია არ დაიდარდოში



ბაჩო რამიშვილი – სიკეთე. პოეზია არ დაიდარდოში


ბაჩო რამიშვილი. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი



ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge