LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სცენიდან როგორც კი ჩამოვალ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ“

Ardaidardo.Ge

 

გადაცემას „რადიო დუეტი“ მანანა თოდაძე ესტუმრა.

 

როგორ ხართ, მიხარია, რომ ახალი სიმღერით გვესტუმრეთ, თუმცა მანამდე, ძალიან კარგად გამოიყურებით, რა არის თქვენი სილამაზის საიდუმლო?

 

ამ შეკითხვას ძალიან ხშირად მისვამენ. მე კი ყოველთვის ვპასუხობ, რომ ქალმა თავს უნდა მოუაროს. ყველა მიყვარს, ყოველთვის ვცდილობ, კარგ ხასიათზე ვიყო, ადამიანებს სიყვარული გავუზიარო და არავისი არ მშურს – აი ეს არის ჩემი სილამაზის საიდუმლო. მე ბავშვობაში მასწავლეს, რომ პრობლემები სახლში უნდა დავტოვო და სხვებს არ მოვახვიო თავზე.

 

შეყვარებული ადამიანი უფრო კარგად გამოიყურებაო ამბობენ, თქვენ თუ ხართ შეყვარებული?

 

შემოქმედი ადამიანი რეალურად სულ შეყვარებული ვერ იქნები, არის წარმოსახვითი სიყვარული, უნდა გამოიგონო გმირი და ამ ემოციამ შექმნას შენი სიმღერა. არ მიყვარს დაძაბული ურთიერთობა, ადამიანს თუ ჩემი სჯერა, უნდა სჯეროდეს. მე ვამბობ იმას, რაც არის. ვარ რბილი, მშვიდობის მოყვარე ადამიანი.

 

თქვენ წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდით…

 

თავიდან ძალიან რთული იყო ფეხის მოკიდება, მართალია მიცნობდნენ, მაგრამ თავის დასამკვიდრებლად ეს არ იყო საჭირო. რუსეთში ჩასვლისას, მე ახალი მანანა თოდაძე შევქმენი, ჩემი ნამუშევრები საქართველოში ყოფნისას, იქ არ იცოდნენ. რადგანაც ასეთი რთული გზა გავიარე, ყოველთვის ვცდილობ, თუ შემიძლია სხვას დავეხმარო.

 

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხმა შეგიყვაროს?

 

თავში არ უნდა აგივარდეს, უნდა იყო გულწრფელი, უნდა გიყვარდეს ყველა და პატივს უნდა სცემდე. სცენაზე სულ სხვა სამყაროა, სცენიდან როგორც კი ჩამოვალ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.

 

გავიხსენოთ ლეგენდარული „ივერია“…

 

ადრე ადამიანები უფრო კეთილები იყვნენ, კონცერტებზე დადიოდნენ, ბილეთების შოვნა ძალიან ძნელი იყო, დღეში სამი სპექტაკლი იმართებოდა. ჩვენ ყოველთვის ცოცხლად ვმღეროდით. ხალხს ძალიან ვუყვარდით და ეს სიყვარული დღესაც შემოგვრჩა. ადვილია გახდე პოპულარული, მაგრამ რთულია სიყვარული შეინარჩუნო.

 

როგორ არის ლეილა?

 

რუსეთშია მაგრამ სულ მოგზაურობს. ახალი სიმღერები აქვს „არ დაიდარდოსთვის“ და აუცილებლად გესტუმრებათ.

 

მინდა კულინარიის თემასაც შევეხო…

 

ძალიან მიყვარს კულინარია. მიყვარს როდესაც მეგობრები მსტუმრობენ, ცოტა ხნის წინ ლობიო-ფართი მქონდა. რამდენი წელია ვმოგზაურობ და თუკი კერძი მომეწონა, მზარეულს ყოველთვის ვეკითხები, რა ინგრედიენტებით არის მომზადებული. როდესაც ჩამოვდივარ, ვამზადებ ხოლმე.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

ვმუშაობ დიდ პროექტზე, გაზაფხულზე ფილარმონიაში სოლო კონცერტს გამართავ. მინდა ჰიტების კონცერტი გავაკეთო.

 

ახალი სიმღერა მოგვიტანეთ – „შენთან ყოფნა“…

 

სევდიანი სიმღერაა, ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება გაახსენდება, მძიმე სიმღერა არ არის, გელა ბექაურია ლექსის ავტორი, ჩაიწერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში, გიტარის პარტია კი ხვიჩა მაღლაკელიძეს ეკუთვნის.

მანანა თოდაძე – შენთან ყოფნა

AudioMANANA TODADZE – SHENTAN YOPNA

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

AudioRadio Dueti. Manana Todadze

 

მანანა თოდაძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge