ბიას ონლაინპლატფორმის გვერდზე არსებული 36, 545 კომპანიიდან ენერგეტიკა, ენერგორესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის დარგში 855 ურიდიული პირი ფიქსირდება, აქედან ეკონომიკურად აქტიური 550–მდე კომპანია მოქმედებს.
როგორც კომპანიიდან „ფორტუნას“ აცნობეს, Bia.ge-ზე აღნიშნული დარგი სხვადასხვა ქვესფეროდ იყოფა:
- შავი და ფერადი ლითონის წარმოება, გადამუშავება, რეალიზაცია; დღესდღეობით ამ სფეროში ყველაზე მეტი კომპანიაა ფუნქციონირებს
- ნავთობით და ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა
- ბუნებრივი აირით მომარაგება, განაწილება, რეალიზაცია და ასევე ბუნებრივი აირის მილების გაყვანა და ტრანსპორტირება.
- ჰესების პროექტირება და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მომსახურება
- ჰესები; ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა
- სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, რეალიზაცია
ბიას მონაცემთა ბაზის მიხედვით, კომპანიების 26% იმპორტს ახორციელებს. გასულ წელთან შედარებით იმპორტის მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით შემცირდა. იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით კი, გადანაწილება შემდეგნაირია:
- თურქეთი
- ჩინეთი
- იტალია
- უკრაინა
- გერმანია
იმპორტიორი პროდუქციის ჩამონათვალში, ძირითადად, გვხვდება:
- ენერგოდანადგარების და მოწყობილობების იმპორტი;
- ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის იმპორტი;
- დანადგარების სათადარიგო ნაწილების იმპორტი
კომპანიების 8% ექსპორტზეა ორიენტირებული. ექსპორტიორი კომპანიების ტოპ ხუთეული ასეთია:
- თურქეთი;
- აზერბაიჯანი;
- რუსეთი;
- სომხეთი;
- აშშ
ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში წარმოდგენილია:
- შავი და ფერადი ლითონი
- მანგანუმი
- ქიმიური პროდუქცია და ნედლეული
სტატისტიკა წლების მიხედვით:
2012 წ. დარგში დარეგისტრირდა 66 კომპანია
2013 წ. – 62 კომპანია
2014 წ. – 89 კომპანია
2015 წ. – 63 კომპანია
2016 წ. – 57 კომპანია
2017 წ. დღემდე – 26 კომპანია
როგორც „ფორტუნას“ ბიას წარმომადგენელმა სალომე პატარიძემ განუცხადა, საქართველოში ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა გაცილებით აღემატება ქვეყნის მასშტაბით ნავთობის მოპოვების მაჩვენებელს, რომელიც წლიურად 70 ათას ტონამდეა. შესაბამისად, პატარიძის თქმით, ქვეყანა ამ კუთხით დამოკიდებულია იმპორტზე, რომელსაც უმეტესად რუმინეთიდან და აზერბაიჯანიდან ვახორციელებთ. მისივე ინფორმაციით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისგან განსხვავებით, საქართველოს გეოგრაფიული განლაგება ხელს უწყობს ელექტროენერგიის მოპოვებას. შენდება ახალი ჰიდროელექტრო სადგურები, ასევე რეაბილიტაცია უტარდება ძველ ჰესებს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ქვეყანაში ინერგება ელექტროენერგიის მოპოვების ინოვაციური გზები, როგორიცაა ქარისა და მზის ელექტროსადგურები.
