LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელებმა აღიარეს, რომ „დედლაინები“ მუშაობაში ძალიან ეხმარებათ

ბრიტანელებმა აღიარეს, რომ ე.წ. „დედლაინები“ მუშაობაში ძალიან ეხმარებათ. ინგლისელთა 54% ფიქრობს, რომ სამუშაოს შესასრულებლად ზუსტი ვადები აუცილებელია და ასეთ დროს შესრულებული საქმეც ბევრად უფრო ეფექტურია.

პორტალ „YouGov”-ის ექსპერტებმა ჩაატარეს ძალიან საინტერესო კვლევა და დაადგინეს, რომ გამოკითხულთა 28%-ს მკაცრი ვადები არ სჭირდება და საქმეს ამის გარეშეც მშვენივრად აკეთებს. 18% კი ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ პასუხისგან საერთოდ თავი შეიკავა.

საინტერესოა, რომ „დედლაინებს“ განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები განსხვავებულად უყურებენ და როგორც წესი, მკაცრი ვადები ახალგაზრდებს უფრო მოსწონთ.