LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიუტონის“ ახალი კლიპი ძველით ახალ წლამდე გამოვა

Ardaidardo.Ge

ვიდეორგოლი უკვე გადაღებულია, ამჟამად კი მონტაჟი მიმდინარეობს. ბოლო პერიოდია, ჯგუფი მცირე შემადგენლობით გამოდის, კლავიში და ვოკალი – თამარ (ბაბი) ბაბილუა,  დრამი და ვოკალი – ლევან აბშილავა, ბასგიტარა: შაკო ღელეყვა. როგორც შევიტყვეთ, „ნიუტონის“ ახლანდელი შემადგენლობა და საბოლოო სწორედ ასეთია. ჯგუფი ამჟამად სწორედ სამი მუსიკოსისგან შედგება. 
ამ შემადგენლობით მათ პირველი კლიპი გადაიღეს. სიმღერა „მანქანა“ ეკუთვნის „ნიუტონს“, ტექსტი: ტატა ავალიშვილს. არანჟირება გაკეთდა და სიმღერა ჩაიწერადავით უგრეხელიძის სტუდიაში. 

რაც შეეხება კლიპს, რეჟისორები არიან ტატა და სალომე ავალიშვილები, ოპერატორი: გიორგი ბეგიაშვილი, მონტაჟი ეკუთვნის სალომე ავალიშვილს. 

ვიდეორგოლის გადაღებები მიმდინარეობდა ცხვარიჭამიაში, ლისის ტბაზე. 

ნინო მურღულია