LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმია სამი ახალი სიმღერის პრემიერისთვის ემზადება

Ardaidardo.Ge

ერთი ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, რომლის არანჟირება უკვე მზადაა და მასზე ზაზა ხუბუკელაშვილმა იმუშავა, მეორე – რუსა მორჩილაძეს, ხოლო მესამე, გოგი ცაბაძისა და პეტრე გრუზინსკის ცნობილი კომპოზიციაა კინოფილმიდან „მხიარული რომანი“, სახელწოდებით „რა კარგი ხარ, სიყვარულო“. მასზე არანჟირება ამირან დიასამიძეს ეკუთვნის.

 

როგორც კახა მამულაშვილმა გვითხრა, ახლა სალონიკში კონცერტზე მიემგზავრებიან, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი ლელა წურწუმია სამივე სიმღერას ჩაწერს. პრემიერები 2018 წლის დასაწყისში იგეგმება.