LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოისტიკი. რომელიც სარბოლო სიმულატორის სახელური და გადაცემათა კოლოფის სელექტორია

კომპანია Thrustmaster-მა ჯოისტიკი TSS Handbrake Sparco Mod გამოუშვა. გაჯეტის გამოყენება შესაძლებელია როგორც გადაცემათა კოლოფის სელექტორად, ისე სარბოლო სიმულატორზე თამაშისას ჰიდრავლიკურ სახელურად.

კომპონენტების 90% ფოლადისგან და ალუმინისგან არის დამზადებული. როგორც Thrustmaster-ში აღნიშნავენ, სიახლე რეალური ავტომობილების ანალოგიური სახელურებისა და სელექტორების ასლია, რომელიც 1:1-ზე მასშტაბშია გადაწყვეტილი.

ჯოისტიკის გამოყენება შესაძლებელია Windows 10-ზე, 8-ზე ან 7-ზე. სელექტორს ასევე შეუძლია Thrustmaster-ის საჭეებთან მუშაობა, ან სხვა კომპანიების ანალოგებთან.