LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო Koenigsegg Agera-ს ბრილიანტებით მორთავენ

Koenigsegg ჰიპერქარ Agera-ს საფინალო ეგზემპლარს აწყობს. მას შესაბამისი აბრევიატურაც ექნება – FE – Final Edition. ავტომობილს სკანდინავიური მითოლოგიიდან ღმერთის სახელს Thor-საც დარქმევენ.

ამის შესახებ თავად შემკვეთი Instagram-ზე წერს.

კლიენტი ამბობს, რომ Koenigsegg Agera Thor-ის ძარა კარბონის ვერცხლისფერი და შავი პანელებით იქნება გადაწყვეტილი და მათ ბრილიანტებით მორთავენ. სუპერქარს ასევე განსაკუთრებული დიზაინის უკანა სპოილერი ექნება.

Koenigsegg Agera Thor-ის სიმძლავრე 1 360 ცხენის ძალა იქნება. მწარმოებელი აცხადებს, რომ ჰიპერქარს შეუძლია მაქსიმალური 450 კმ/სთ განავითაროს.