LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე ტატიშვილი დედას უმღერის

Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ თორნიკე ტატიშვილი ესტუმრა. მან ამჯერად სიმღერა დედას მიუძღვნა. მომღერალმა აღნიშნა, რომ პროდიუსერობაც შეითავსა. თორნიკემ კიდევ რამდენიმე სიმღერა ჩაწერა, რომელსაც მსმენელს ეტაპობრივად შესთავაზებს.

შენი შესრულებით ახალი სიმღერა დაპრემიერდება, თუმცა მანამდე, მოგვიყევი რა ხდება შენსკენ?

2018 წელი დადებითად დაიწყო, ისევე როგორც 2017 წელი. ბევრი ახალი სიმღერა გავაკეთე. თურქეთში მომიწია რამდენჯერმე გამგზავრება. გარდა იმისა, რომ ვმღერი და კლიპებს ვიღებ, ხელი პროდიუსერობასაც მოვკიდე. არის ნიჭიერი გოგონა მაიკო ლომსაძე, ორი სიმღერა უკვე ჩავაწერინე ჩემი ავტორობით. მალე ჩემი და თაკო მელიქიშვილის დუეტიც იქნება.

ახალი სიმღერა ეძღვნება დედას…

მუსიკა ეკუთვნის ზურაბ ჩინჩალაძეს. მასთან ერთად უკვე მესამე სიმღერა გავაკეთე. გრიგოლ ჯულუხიძის არის ტექსტი. ბავშვობიდან გონებაში მქონდა ეს სიმღერა ჩარჩენილი. ჩაიწერა „ზე სტუდიოში“. არანჟირება ასევე ზურა ჩინჩალაძეს ეკუთვნის. ვგეგმავ კლიპის გადაღებასაც და სატელევიზო პრემიერას. სულ სხვა ემოციით ჩაიწერა სიმღერა და ეძღვნება ყველა დედას. მხოლოდ სიმღერით ვერ გადავუხდი დედას ამაგს, მაგრამ მინდა რომ ჩემი მხრიდან სიყვარული გამოვხატო და დედის დღე მივულოცო. სხვათაშორის, მივყევი თემატურად და დედ-მამიშვილობაც ჩავწერე სიმღერა. მშობლებზეც ვმღერი და მამაზე დამრჩა და ალბათ ვიმღერებ მამაზეც. მთლიანობაში 35 სიმღერამდე დამიგროვდა. მაქვს ისეთი სიმღერებიც, რომლებიც მხოლოდ კონცერტებზე გამაქვს და ინტერნეტში არ არის გავრცელებული.

როგორ ახერხებ ამდენს?

მომდურებული მყავს სამეგობრო, საახლობლო, იმიტომ რომ დრო არ მაქვს. მუდმივად ვმუშაობ.

თორნიკე ტატიშვილი – დედა

AudioTORNIKE TATISHVILI – DEDA

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioRadio Dueti. Tornike Tatishvili

თორნიკე ტატიშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი


 

 


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge