LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ განიკითხავ – ნოდიკო ტატიშვილი ახალი სიმღერით

Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ნოდიკო ტატიშვილი ესტუმრა. მომღერალმა მსმენელს ახალი ნამუშევარი – „ნუ განიკითხავ“ წარუდგინა. მასზე ნოდიკომ კლიპიც გადაიღო, რომლის პრემიერაც ალბომის პრეზენტაციასთან ერთად, მარტის შუა რიცხვებში შედგება. მომღერლმა ასევე დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრა.

ნოდიკო, გაქტიურებული მეჩვენები…

ეს ჩემი მოვალეობაა, რომ გავაკეთო ახალი სიმღერები. მიმაჩნია, რომ არ უნდა განვიკითხოთ. ასე ქვია ამ სიმღერასაც – „ნუ განიკითხავ“. უნდა მოისმინოთ, რომ მიხვდეთ, რაზეა საუბარი. ამ სიმღერით დასრულდა ჩემი მეორე ალბომის ჩაწერა. მარტის შუა რიცხვებისთვის მზად იქნება და გაყიდვაშიც გამოვა. იქნება ალბომის პრეზენტაცია და ასევე კლიპის წარდგენაც. სწორედ ამ სიმღერაზე გადავიღე კლიპი. რუსა მორჩილაძის მუსიკაა, როგორც მას ჩვევია ხოლმე, არაჩვეულებრივი მელოდიაა. სიმღერა არავის უმღერია, თუმცა ახალი დაწერილი არ არის. ჩაიწერა „ბრავო რეკორდსში“, არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს. მასტერინგი ბორიკო შხიანმა და ალეკო ბერძენიშვილმა გააკეთეს. კლიპი ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო, კლიპის პროდიუსერია თაკო დოლაბერიძე. მისი დებიუტი, როგორც კლიპის პროდიუსერის, მაშინ შედგა, როდესაც ჩემი და სალომეს ვიდეოს ვიღებდით. ახალი ვიდეორგოლის საპროდიუსერო საკითხები ისევ მას მივანდე. სიმღერა სიყვარულზეა. მინდა, რომ ტექსტს კარგად მოუსმინოთ, ფილმის საუნდტრეკს ჰგავს, ვიდეოც მხატვრული გამოვიდა.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

პირველ მარტს ვენაში მივფრინავ, 3 მარტს კულტურის ცენტრშია ჩემი საღამო ქართველი ემიგრანტებისთვის დაგეგმილი. როგორც ვიცი, ბილეთები თითქმის გაყიდულია. მიხარია, რომ დარბაზი სავსე იქნება, შევხვდები ქართველ ემიგრანტებს და მათთვის ვიმღერებ. მიმაქვს მხოლოდ ქართული სიმღერები, თუმცა, არა მხოლოდ ჩემი რეპერტუარიდან. შემდეგ მივდივარ ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსზე სადაც ჟიურიში მიმიწვიეს, თუმცა ჯერჯერობით ამ თემაზე საუბრის უფლება არ მაქვს. გეტყვით, რომ ძალიან მასშტაბური და პოპულარული კონკურსია ევროპაში. აპრილში კი ამერიკაში რამდენიმე კონცერტია დაგეგმილი. დიდ იმედს ვამყარებ ამ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც ახლა შედგება და ძალიან გამიხარდება, თუკი ისეთივე წარმატება და გამოხმაურება ექნება, როგორიც ჩემსა და სალომეს სიმღერასა და კლიპს ჰქონდა.

 

ნოდიკო ტატიშვილი – ნუ განიკითხავ

Audio/NODIKO TATISHVILI NU GANIKITXAV


გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioRadio Dueti. Nodikoo Tatishviliiiii

ნოდიკო ტატიშვილი. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge