LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კარგი ხარ სიყვარულო – ლელა წურწუმია და გიორგი მახარაშვილი

Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ კახა მამულაშვილი ესტუმრა. სატელეფონო ხაზზე კი ლელა წურწუმია ჩაერთო. მომღერალმა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერის ახლებური ვერსია გიორგი მახარაშვილთან ერთად ჩაწერა. გარდა ამისა, კახა მამულაშვილმა ისაუბრა საკონცერტო ტურნესა და იმ მასშტაბურ სანახაობაზე, რასაც ლელა წურწუმია „გუფი ლენდთან“ ერთად 20 მაისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარადგენს.

სიმღერის პრემიერა გვაქვს, როგორც ვიცი, ეს არის დუეტი…

ლელა წურწუმია: – ეს არის დუეტი ახალგაზრდა, ნიჭიერ მომღერალთან, გიორგი მახარაშვილთან ერთად. სიმღერის სახელწოდებაა „რა კარგი ხარ სიყვარულო“. გოგი ცაბაძეს ეკუთვნის და არის კინოფილმიდან „მხიარული რომანი“. სიმღერა ზაზა ხუბუკელაშვილთან ჩაიწერა, არანჟირება ამირან დიასამიძემ გააკეთა.სიმღერის ჩაწერის იდეა ეკუთვნის მამულიჩას. ძალიან სწრაფად მოხდა სიმღერის ჩაწერა. ჩემს კონცერტებზე ხშირად ვიწვევ ხოლმე ახალგაზრდა მომღერლებს და ვიფიქრეთ, რომ ამ სიმღერაში ჩემი და გიორგის ხმა მოუხდებოდა ერთმანეთს, მისი ტემბრი მე ძალიან მომწონს. იმედი მაქვს, ეს სიმღერა ბევრი ადამიანის მეხსიერებაში სხვანაირად გაცოცხლდება.

კახა: – პირველ რიგში ბატონ კახი ცაბაძეს დიდ მადლობას გადავუხდი, რომ ამ სიმღერის გამოყენების უფლება მოგვცა. ერთ-ერთ მუსიკალურ პროექტზე გამოდიოდა ჩვენი პატარა მეგობარი, რომელმაც ლელას დაურეკა და უთხრა, არ ვიცი როგორ უნდა ვიმღეროო. ლელამ ტელეფონში წაამღერა, შემდეგ შეუსწორა – ასე კი არა, ასე უნდაო და მაშინვე მივხვდი, რომ ეს სიმღერა ახალი ჟღერადობით უნდა გაგვეკეთებინა. ახალ წელს ლელას, ანდრია გველესიანისა და გიორგი მახარაშვილის ტრიო რომ გაჟღერდა, ვიფიქრეთ, რომ გიორგის ხმა ძალიან მოუხდებოდა. ჩემი აზრით, ნამდვილი ჰიტი გამოვიდა.

სამ მარტს „გუფი ლენდთან“ ერთად არის კონცერტი დაგეგმილი…

დიახ, სამ მარტს გიორგიც იქნება ლელას კონცერტზე და ვეცდებით, რომ ის ყველა ჩვენს კონცერტზე იყოს. 20 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ძალიან დიდი შოუსთვის ვემზადებით, გავაკეთეთ „გუფი ლენდთან“ ერთად პროგრამა. მანამდე გვინდა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩავატაროთ კონცერტი. 3 მარტს თელავში გამოვალთ, 8 მარტს ბათუმის „ინტურისტში“ ცოცხალი კონცერტი დაიგეგმა, 15 აპრილს კი მესხიშვილის სახელობის თეატრში, ქუთაისში ჩატარდება. ზაფხულისთვის ბათუმში უფრო მასშტაბურ კონცერტსაც ვგეგმავთ.

ლელა წურწუმია & გიორგი მახარაშვილი – რა კარგი ხარ სიყვარულო

AudioLELA TSURTSUMIA GIORGI MAXARASHVILI – RA KARGI XAR SIYVARULO

 


გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioRadio Dueti. Mamulicha

კახა მამულაშვილი (მამულიჩა). “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge