LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა წურწუმიამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი სიმღერა ჩაწერა

Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ მუსიკოსი და კომპოზიტორი ზაზა წურწუმია ესტუმრა. ზაზამ მსმენელს ახალი სიმღერა „შემოდგომის ანგელოზი“ მოუტანა. კომპოზიცია მუსიკოსმა თავის ქალიშვილს მიუძღვნა.

ზაზა, საკმაოდ გრძელი პაუზა გქონდათ აღებული..

დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ახალი სიმღერა ჩემი როგორც ავტორ-შემსრულებლის პირველი ნამუშევარია. მთელი ეს პერიოდი მხოლოდ საკომპოზიტორო მუშაობით ვიყავი დაკავებული. სცენაზე დაბრუნება კი ჩემი ქალიშვილის გამო გადავწყიტე. ეს სიმღერა ჩემს ერთადერთ თეკლას ეძღვნება, ამიტომ მინდოდა პირადად შემესრულებინა.

იყო პერიოდი როცა ძალიან აქტიურობდით და შემდეგ შესვენება აიღეთ…

ადრე მეც ვმღეროდი და სცენაზეც ვიდექი. შემდეგ გადავწყვიტე პედაგოგიური მოღვაწეობა დამეწყო. დღესაც ნოდიკო ტატიშვილის საბავშვო სტუდიაში ვასწავლი. პარალელურად მყავს კერძო მოსწავლეებიც, ჩემს მოსწავლეებს შორის არიან – გიორგი სუხიტაშვილი, დათუნა მგელაძე, გოგო მესხი და სხვები. ანუ, ეს პერიოდი ძირითადად ამაზე ვიყავი გადართული.

რა ხდება ამ ეტაპზე?

ბევრ რამეს ვაპირებთ, სერიოზულ პროექტს ვამზადებთ. როგორც კომპოზიტორი სხვის ალბომზეც ვმუშაობ, დეტალებს ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საკმაოდ კარგად იცნობთ ამ მომღერალს. გეტყვით იმასაც, რომ პაატა სილაგაძის სტუდიასთან ვთანამშრომლობთ. ალბომი მთლიანად ჩემი სიმღერებით დაკომპლექტდება. ადრე უფრო ხშირად ჟღერდა ხოლმე ჩემი სიმღერები და გპირდებით, აუცილებლად გავაქტიურდები.

დღეს ახალი სიმღერა მოგვიტანე…

როგორც უკვე გითხარით, სიმღერა „შემოდგომის ანგელოზი“ ჩემს ქალიშვილს მივუძღვენი. თეკლა 30 სექტემბერსაა დაბადებული და სახელიც სწორედ აქედან გამომდინარე შევარჩიე. სიმღერა პაატა სილაგაძის სტუდიაში ჩაიწერა, არანჟირებაზე პაატამ და უჩა მეტრეველმა იზრუნეს. რაც ჩეეხება ტექსტსა დ მუსიკას, ორივეს ავტორი მე ვარ.

სატელევიზიო პრემიერას ხომ არ აპირებთ?

ამაზე ჯერ-ჯერობით არ მიფიქრია, თუმცა კარგი იდეაა და სამომავლოდ ვიფიქრებ.

ზაზა წურწუმია – შემოდგომის ანგელოზი

AudioZAZA TSURTSUMIA SHEMODGOMIS ANGELOZI

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

AudioRadio Dueti. Zaza Tsurtsumia

ზაზა წურწუმია. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge