ბათუმში შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულები გაიფიცნენ. სამუშაოებს თურქული კომპანია ახორციელებს. აქციის მონაწილეები კი, სამუშაო დროის გაზრდას აპროტესტებენ და ხელფასების მომატებას მოითხოვენ.
„ვმუშაობდით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, დასვენების დღის გარეშე. ახლა სამსახურში გამოცხადება 07:00 საათიდან მოითხოვეს, ფაქტობრივად, სამსახურში ცხოვრებას გვთხოვენ გროშების ფასად,“ – აცხადებს აქციის მონაწილე ედიშერ მუთიძე.
შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თოჯარეთის“ საქართველოს ფილიალში დასაქმებული აქციის მონაწილეები და გზების დეპარტამენტისგან დახმარებას ითხოვენ.
