უფაში „დაპატიმრებულ“ ავტომობილებს გაყიდიან. ბაშკირეთის მოსახლეობას საშუალება მიეცემა, ავტოტრანსპორტი საკმაოდ დაბალ ფასად შეიძინოს – აუქციონის პირობები და ლოტების სია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
როგორც ცნობილია, ღონისძიება 26 ივნისისთვისაა დაგეგმილი და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გასაყიდად გამოიტანენ იმ ავტომობილებს, რომელიც სასამართლომ ადგილობრივებს ვალის გადაუხდელობის გამო ჩამოართვა და საკმაოდ დიდი სია ყველანაირი ფასისა და ტექნიკური მახასიათებლების მქონე მოდელებს აერთიანებს. მაგალითად, აუქციონზე გაიყიდება ავტომობილი გაზ 2834NF, რომელიც 2007 წელსაა აწყობილი და ის ყველაზე იაფფასიან ლოტად ითვლება. ხოლო, რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ მოდელს, ის Mercedes – Benz GL-Class 350 CDL4 გახდა და მანქანის საწყისი ღირებულება 2 145 655 რუბლი იქნება.



