LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Land Rover Discovery 2019 ბევრად უფრო ძლიერი და უსაფრთხო იქნება

Land Rover Discovery 2019 ბევრად უფრო ძლიერი და უსაფრთხო იქნება. ყველგანმავალის ახალი სერიული ხაზი დიზელის 3.0 ლიტრის მოცულობის გაძლიერებულ ძრავს მიიღებს და მას 306 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. პირველი 100 კმ-ს ასაკრეფად ავტომობილს 7,5 წამი დასჭირდება. მოდიფიცირებული ძრავის დამსახურებით, ყველგანმავალი 3,5 ტონამდე ტვირთის გადატანას შეძლებს. ამასთან, მოდელს უსაფრთხოების ახალი სისტემებიც დაემატება. მათ შორის იქნება ინოვაციური – Clear Exit Monitor, რომელიც ავტომობილიდან გადმოსვლისას მძღოლსა თუ მგზავრებს სხვადასხვა ობიექტების მოახლოებას ამცნობს.

შეგახსენებთ, რომ Land Rover Discovery 2019 გერმანულ ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოვა და მისი ფასი 67 ათასი ევრო იქნება. ხოლო, თუ როდის გამოჩნდება სიახლე სხვა ევროპულ ქვეყნებში – ჯერ-ჯერობით უცნობია.