LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალი ტემპერატურა საქართველოში 4 ივლისამდე შენარჩუნდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.

სააგენტოს ცნობით, 4-ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია +40, +43 გრადუსს მიაღწიოს; ხოლო დასავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.