LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ზოლიდან არასრულწლოვანი გაიტაცეს

ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ჭვრინისის განაპირას, მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს.

დაკავება სავარაუდოდ, ტრადიციულად „საზღვრის“ კვეთის ბრალდებით მოხდა.

მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ,,ცხელი ხაზი”.