2019 წლის 8-11 იანვარს, CES-ის ყოველწლიურ გამოფენაზე, კომპანია Samsung მოხრილ სმარტფონს წარმოადგენს. ცნობილია ისიც, რომ მისი გაყიდვები თებერვლიდან დაიწყება. სმარტფონი შეზღუდული ტირაჟით – 300-500 ათასი ერთეულის ოდენობით გამოვა. არაოფიციალური ინფორმაციით, სიახლე 1 800 დოლარი ეღირება.
Samsung Galaxy X – სწორედ ასე ერქმევა მოხრილი ეკრანის მქონე მოდელს, რომელზე მუშაობაც შორეულ 2011 წელს დაიწყო. პრეზენტაციისთვის კი ის ჯერ კიდევ 2016 წელს ემზადებოდა, თუმცა, Note 7-ის პრობლემების გამო თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.
