ქსელში Motorola-ს ახალი სმარტფონის, One Power-ის გამოსახულება გამოჩნდა.
უკვე ცნობილია,რომ სიახლეს iPhone X-ის მსგავსად არ ექნება ჩარჩო, ზედა ნაწილზე კი ჭრილი ექნება, რომლის ქვემოთაც წინა კამერის მოდული და სასაუბრო დინამიკი განთავსდება. ძირითადი კამერის კონსტრუქცია სმარტფონს ასევე iPhone X-ის მსგავსი ექნება.
წყაროს ცნობით, Motorola One Power-ს 6,2 დიუიმიანი ეკრანი, 12 და 5 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა ექნება.
სმარტფონის სხვა მახასიათებლები ამ დროისთვის უცნობია.
