LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Twenty One Pilots-მა ალბომი დააანონსა და ახალ სიმღერაზე გადაღებული კლიპი გამოუშვა (ვიდეო)

ამერიკულმა ჯგუფმა Twenty One Pilots თაყვანისმცემლები ახალი ალბომის „Trench“ ანონსით გაახარა. პარალელურად კოლექტივმა ორი ახალი სიმღერა „Jumpsuit“ და „Nico and the Niners“ გამოუშვა, ერთ-ერთ მათგანზე კი კლიპიც გადაიღო.

ბენდის მსმენელისთვის ეს საკმაოდ კარგი სიახლე აღმოჩნდა, რადგან ჯგუფს ახალი ალბომი 3 წელია არ გამოუშვია, ხოლო კლიპი -ერთი წელი.

შეგახსენებთ, რომ კოლექტივმა მსოფლიო პოპულარობა ფილმის „თვითმკვლელთა რაზმი“ საუნდტრეკმა „Stressed Out“ მოუტანა. კატეგორიაში „საუკეთესო პოპ-დუეტი“ სიმღერამ „გრემიც“ მიიღო.