უქმეები ანჯელინა ჯოლიმ შვილთან 14 წლის პაქსთან ერთად ლოს-ანჯელესში გაატარა. დედა-შვილმა ჯერ რესტორანში საკმაოდ მადიანად, კარტოფილი ფრით და ბურგერით ისადილა, მერე კი, შოპინგი მოაწყო.
ჯოლი ბოლო პერიოდში ერთ ტონში გადაწყვეტილ ლუქებს ანიჭებს უპირატესობას და მისი საყვარელი ფერები კი ღია კანისფერი და შავია. უქმეებზე არჩევანი ხორცისფერ, თხელი ნაქსოვი ფაქტურის კაბაზე შეაჩერა, რომელსაც იგივე ფერის კლასიკური ფეხსაცმელი შეუხამა. ანჯელინამ, ამჯერადაც, ტრადიციულად უარი თქვა ბიუსტჰალტერზე, რისთვისაც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.
ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობის და გაჭიანურებული სასამართლო პროეცესის მიუხედავად, ჯოლი საკმაოდ ბედნიერი ჩანდა და ფოტოგრაფებსაც სიამოვნებით უღიმოდა, აღსანიშნავია, რომ მსახიობი დიდ დროს ატარებს შვილებთან ერთად, ოჯახი უქმეებს ძირითადად სასეირნოდ, საშოპინგოდ და გასართობად იყენებს.
