LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპმა “ფანტასტიკური მხეცების” პროდიუსერების შექება დაიმსახურა

ფილმის “ფანტასტიკური მხეცები და სად ცხოვრობენ ისინი” თაყვანისმცემლების უკმაყოფილების მიუხედავად, რომელთაც მრავალრიცხოვანი სკანდალების შემდეგ გრინ დე ვალდის როლში ჯონი დეპის კანდიდატურა გააპროტესტეს, ჯოან როულინგმა ფილმის რეჟისორთან დევიდ იეიტსთან ერთად მსახიობი დაიცვა და როგორც ჩანს, არც შეცდა, რადგან ჰარი პოტერის საგის ახალ ფილმში “ფანტასტიკური ცხოველები: გრინ დე ვალდის დანაშაული“, დეპმა ახლა პროდიუსერები აღაფრთოვანა.

კომენტარი გააკეთა ფილმის პროდიუსერთა გუნდის ხელმძღვანელმა დევიდ ჰეიმენმაც, რომელმაც Yahoo Movies-თან ინტერვიუში განაცხადა: “ისეთ მსახიობს ვეძებდით, ვისაც ქარიზმაც ექნებოდა და ძალაც ეყოფოდა რალფ ფაინსისთვის კონკურენციის გასაწევად. ვოლან დე მორტი ნამდვილი ბოროტება იყო, რომელსაც მხოლოდ სიძულვილი შეეძლო, გრინ დე ვალდი კი, ძალიან განსხვავდება მისგან და ვფიქრობ, სწორედ ჯონი დეპმა შეძლო არაჩვეულებრივი სახის შექმნა”.

სხვათაშორის, ჯონი დეპის შეფასებას მაყურებელი სულ მალე შეძლებს, როცა 2018 წლის 15 ნოემბერს ფილმის “ფანტასტიკური მხეცები 2” პრემიერა შედგება.