LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნამდვილი დეტექტივის” მესამე სეზონი მაჰერშალა ალისთან ერთად

სოციალურ ქსელში “ნამდვილი დეტექტივის” მესამე ნაწილის პირველი თიზერი გამოჩნდა. ახალ სეზონზე, რომელიც სტარტს 2019 წლის 19 იანვარს აიღებს, მთავარ როლს მაჰერშალა ალი შეასრულებს და ამჯერად გატაცებული ბავშვის ისტორიას მოჰყვება, პარტნიორობას კი, კამერონ ეჯოგო, სტივენ დორფი და სკატ მაკნეირი გაუწევენ .

გასულ სეზონზე “ნამდვილმა დეტექტივმა” მაყურებლის აღფრთოვანება და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, მაღალმა რეიტინგმა კი, მის შემქმნელებს ცნობილი მსახიობების, მათ შორის კოლინ ფარელის და რეიჩელ მაკადამსის, მეტიუ მაკკონაჰის და ვუდი ჰარელსონის მიწვევის საშუალება მისცა.